Belive

კობი ბრაიანტის ცოლი კომპენსაციის სახით $16 მილიონს მიიღებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ვერტმფრენის კატასტროფის ფოტოების გავრცელების გამო, კობი ბრაიანტის ცოლი, კომპენსაციის სახით $16 მილიონს მიიღებს.

40 წლის ვანესა ბრაიანტის თქმით, მას პანიკური შოკი ჰქონდა, როცა კატასტროფის ამსახველი ფოტოები ნახა, რომელიც ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის მოადგილეებმა და მეხანძრეებმა კატასტროფის ადგილზე გადაიღეს. აღნიშნული ფოტოები ინტერნეტში მალევე ვირუსულად გავრცელდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალბატონ ბრაიანტს, მორალური ზიანის ასანაღაურებლად, სახელმწიფომ თანხა უნდა გადაუხადოს

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 2020 წლის იანვარში მოხდა. კობისთან ერთად ვერტმფრენში მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა და ოჯახის 6 მეგობარი იმყოფებოდა.

სხვა სტატიები