Belive

ანტეტოკუნმპოს საოცარი მატჩი და მილუოკის ქამბექი დეტროიტთან

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,მილუოკიმ'' მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-2 მატჩი პირველად მოიგო, თუმცა დოკ რივერსის გუნდს ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა.

,,ბაქსმა'' ,,დეტროიტ პისტონსს'' უმასპინძლა და ოვერტაიმში 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:120 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 111:111 დასრულდა. მასპინძლები მე-3 მეოთხედში 18 ქულით აგებდნენ, თუმცა ანტეტოკუნმპოს ბრწყინვალე თამაშის დახმარებით გამარჯვება მაინც შეძლეს. მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე, ,,პისტონსს'' მოგების იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ რონალდ ჰოლანდმა 2-დან ვერცერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა.

იანისმა 59 ქულას, 14 მოხსნას, 7 ასისტს, 3 დაფარებასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ პირველ მეოთხედში ,,მილუოკიმ'' სულ 24 ქულა ჩააგდო, 22 კი სწორედ ბერძენის ანგარიშზე იყო.

,,ბაქსი'', რომელიც 4 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს 16 ნოემბერს, ,,შარლოტ ჰორნეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები