მამუკელაშვილმა ფილადელფიას 10 ქულა ჩაუგდო | რაპტორსმა მოგებები შეწყვიტა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ტორონტო რაპტორსმა, NBA-ის რეგულარულ სეზონში, მე-10 მატჩი ჩაატარა. კანადელები სტუმრად ფილადელფია სიქსერსს ეთამაშნენ და შეხვედრა 130:120 დათმეს. ამ წაგებით, ტორონტოს 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - სანდრო მამუკელაშვილის გუნდს 5 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს.
ქართველი კალათბურთელი ძირითად ხუთეულში არ ყოფილა - მან 17 წუთი მიიღო და ამ დროში საკუთარ გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. სანდრომ 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი და ერთხელ დააფარა მეტოქეს. მამუკელაშვილმა 2-დან 2 საშუალო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და ერთხელ ზუსტი აღმოჩნდა. მამუმ საჯარიმო ხაზიდან 3 ქულა აიღო (100%).
ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა, ისინი მომავალ შეხვედრას 3 დღეში, სტუმრად, ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.