Belive

კლიპერსმა დენვერი დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს პლეი-ოფის მეორე სათამაშო დღეს "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "დენვერს" 105:102 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ლოს ანჯელესური გუნდისთვის გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც ყველაზე დიდი სხვაობით, 9 ქულით მოიგეს და საბოლოოდ მატჩში გამარჯვებაც მოახერხეს. პირველი პერიოდი "დენვერმა" მოიგო 31:25, შემდეგ "კლიპერსმა" 21:30, ბოლო წუთებამდე შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლო 2 მეოთხედის ანგარიში ასეთი იყო 24:23, 26:27.

კავაი ლეონარდმა როგორც ყოველთვის პლეი-ოფში გამოანათა და თავის გუნდს ულიდერა, მას ყველაზე მეტი 39 ქულა ჰქონდა, შესანიშნავი პროცენტული მაჩვენებლით - 12-დან 11 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო. კავაიმ "კლიპერსის" მაისურით პლეი-ოფის მატჩებში უკვე მე-15 30+ ქულა ჩააგდო, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, ის ასევე NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში გახდა მე-5 მოთამაშე, რომელმაც 39+ ქულა 78.9%+ით ჩააგდო

ნიკოლა იოკიჩს მეორე ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, სერბმა სამმაგი დუბლი მიითვალა - 26 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.

დღეს პლეი-ოფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, "დეტროიტ პისტონსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" 94:100 დაამარცხა და ანგარიში იქაც გათანაბრდა. მატჩში საუკეთესო მექულეები 37 ქულით ჯეილენ ბრანსონი და ორმაგი დუბლით 33 ქულით, 12 მოხსნით კეიდ კანინგემი იყვნენ.

სხვა სტატიები