კლიპერსსა და დენვერს შორის გამარჯვებულს მე-7 მატჩი გამოავლენს
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,ლოს ანჯელეს კლიპერსისა'' და ,,დენვერ ნაგეთსის'' საპლეიოფო სერიაში ყველაფერი მე-7 შეხვედრაში გადაწყდება.
დღეს ტაირონ ლუს გუნდმა მეტოქეს შინ 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 111:105 მოუგო, რითაც სერიაში წონასწორობა აღადგინა - 3:3.
,,კლიპერსს'' 28 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი კავაი ლეონარდის ანგარიშზე.
,,ნაგეთსის'' რიგებში 25 ქულით, 8 ასისტით, 7 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა.
გუნდებს შორის ფინალური, მე-7 მატჩი კვირას, 4 მაისს, დენვერში გაიმართება.