კლეი ტომპსონის ფენომენალური მატჩი ოკლაჰომას წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირება შედგა. სან ფრანცისკოში, "Chase Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და 141:114 დასრულდა.
"გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში ლომის წილი კლეი ტომპსონმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 33:14 წუთში 42 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
ტომპსონს ფენომენალური მატჩი ჰქონდა - "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა მოწინააღმდეგის ფარში 12 სამქულიანი ჩააგდო, რითიც NBA-ის უნიკალური რეკორდი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ორი კალათბურთელია, რომელთაც ერთ კონკრეტულ მატჩში 12+ სამქულიანის ჩააგდება რამდენჯერმე შეძლეს და ორივე მათგანი "გოლდენ სტეიტის" ღირსებას იცავს. სტეფ კარის 12 და მეტი 3-ქულიანი 2 შეხვედრაში აქვს ჩაგდებული - იგივე შედეგი გაიმეორა კლეი ტომპსონმაც, რომელმაც "ოკლაჰომას" 16-დან 12 სამქულიანი ჩაუგდო.
Only 2 players in NBA history have hit 12+ three-pointers in a game multiple times:
— NBA History (@NBAHistory) February 7, 2023
Steph Curry (twice)
Klay Thompson (twice) pic.twitter.com/iecThm4MRS