Belive

სტეფ კარის ბრწყვინვალე მატჩი | გოლდენ სტეიტი ატლანტასთან დამარცხდა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ატლანტა ჰოუკსმა" ოვერტაიმში "გოლდენ სტეიტ უორიორსი" 141:134 დაამარცხა.

დაძაბულ მატჩში საუკეთესო სტეფ კარი იყო, მან 60 ქულა აქედან 10 სამქულიანი ჩააგდო, 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. სტეფის ეს შესანიშნავი თამაში მისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია, ასევე ის ხდება NBA-ს ისტორიაში მე-3 მოთამაშე, რომელმაც დააგროვა 60+ ქულა და 10+ სამქულიანი თამაშში, მანამდე ეს გაუკეთებია დემიენ ლილარდს 2-ჯერ და კარლ-ენტონი თაუნსს. სტეფი კობის შემდეგ NBA-ს ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც 35+ ასაკში 60 ქულა ჩააგდო.

"ატლანტას" რიგებიდან გამორჩეული იყო ტრეი იანგი, მან 35 ქულის ჩაგდება მოახერხა.

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 25 მარცხით მე-12 პოზიციაზეა. "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 27 მარცხით მე-10 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები