Belive

აშშ ოლიმპიადაზე "ოცნების გუნდით" ითამაშებს

3 თვის წინ კალათბურთი
3 წთ

USA Basketball-მა დღეს 41 სპორტსმენისგან შემდგარი გაფართოებული სია წარმოადგინა, საიდანაც 2024 წლის აშშ-ის კალათბურთელ მამაკაცთა ეროვნული ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს. მოთამაშეები აშშ-ის ეროვნული ნაკრების მმართველმა დირექტორმა, გრანტ ჰილმა დაასახელა.

ბემ ადებაიო (მაიამი ჰიტი)

ჯარეტ ალენი (კლივლენდ კავალიერსი)

პაოლო ბანკერო (ორლანდო მეჯიქი)

დესმონდ ბეინი (მემფის გრიზლისი)

სკოტი ბარნსი (ტორონტო რაპტორსი)

დევინ ბუკერი (ფინიქს სანსი)

მიკელ ბრიჯისი (ბრუკლინ ნეტსი)

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი)

ჯელენ ბრანსონი (ნიუ-იორკ ნიქსი)

ჯიმი ბატლერი (მაიამი ჰიტი)

ალექს კარუზო (ჩიკაგო ბულსი)

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი)

ენტონი დევისი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)

კევინ დურანტი (ფინიქს სანსი)

ენტონი ედვარდსი (მინესოტა ტიმბერვულვსი)

ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი)

დე აარონ ფოქსი (საკრამენტო კინგსი)

პოლ ჯორჯი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)

აარონ გორდონი (დენვერ ნაგეტსი)

ტაირის ჰალიბარტონი (ინდიანა პეისერსი)

ჯეიმს ჰარდენი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)

ჯოშ ჰარტი (ნიუ-იორკ ნიქსი)

ტაილერ ჰერო (მაიამი ჰიტი)

ჯრუ ჰოლიდეი (ბოსტონ სელტიკსი)

ჩეტ ჰოლმგრენი (ოკლაჰომა სიტი ტანდერი)

ბრენდონ ინგრამი (ნიუ ორლეან პელიკანსი)

კაირი ირვინგი (დალას მავერიქსი)

ჯარენ ჯექსონი (მემფის გრიზლისი)

ლებრონ ჯეიმსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)

კემ ჯონსონი (ბრუკლინ ნეტსი)

უოკერ კესლერი (იუტა ჯაზი)

კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)

დემიან ლილარდი (მილუოკი ბაქსი)

დონოვან მიტჩელი (კლივლენდ კავალიერსი)

კრის პოლი (გოლდენ სტეიტი უორიორსი)

ბობი პორტისი (მილუოკი ბაქსი)

ოსტინ რივსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)

დანკან რობინსონი (მაიამი ჰიტი)

ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი)

დერიკ უაიტი (ბოსტონ სელტიკსი)

ტრე იანგი (ატლანტა ჰოუკსი)

ამ კალათბურთელებიდან ჯერ 28 ისეთი მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ან მსოფლიო ჩემპიონატზე ან ოლიმპიადაზე დააკომპლექტებენ ნაკრებს. დაზუსტებულად ის 12 სპორტსმენი, რომლებიც საფრანგეთში ოლიმპიური ოქროსთვის ჩავლენ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები, შარშან FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე ადგილზე გავიდა და იმედგაცრუების შემდეგ ყველა ალაპარაკდა, რომ გუნდში ცვლილებებია საჭირო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ზედიზედ ორი დიდი ტურნირი დაასრულა პოდიუმის გარეშე.

2024 წლის აშშ-ის ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი (გოლდენ სტეიტი უორიორსი) უხელმძღვანელებს. მას მარკ ფუ (გონსაგას უნივერსიტეტი), ტაირონ ლუ (ლოს ანჯელეს კლიპერსი) და ერიკ სპოელსტრა (მაიამი ჰიტი) დაეხმარებიან.

სხვა სტატიები