Belive

კატარი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

2027 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს. კალათბურთის მმართველი ორგანოს (FIBA) ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო პირველობის მასპინძელ ქვეყნად კატარი შეირჩა.

FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, რომ კატარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, იდეალური გეოგრაფიული მდებარეობაა - კატარის დედაქალ დოჰაში, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მიმართულებიდან პირდაპირი ფრენები სრულდება, რაც მონაწილე ქვეყნებისა და მათი გულშემატკივრების გადაადგილებას გაამარტივებს. მეტროსა და მუნიციპალური სატრანსპორტო ხაზის უახლესი რეკონსტრუქციის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ საკალათბურთო დარბაზებში მოხვედრა კიდევ უფრო გამარტივდა და გულშემატკივრები უმაღლესი დონის მომსახურებას მიიღებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო პირველობაზე მონაწილე ყველა ნაკრები გუნდი ერთ ქალაქში ითამაშებს, ფანებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარვე დაგეგმონ დღის განრიგი. დოჰას საკალათბურთო დარბაზებს შორის მანძილის გასავლელად მაქსიმუმ 30 წუთია საჭირო.

გარდა ამისა, ყველა საკალათბურთო დარბაზი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა გამოიყენონ, უკვე აშენებულია. კიდევ ერთი განსაკუთრებულ გარემოებას ფართოდ გამოყენებული "მწვანე ტექნოლოგიები" წარმოადგენს, რაც FIBA-ს კალათბურთის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

სხვა სტატიები