Belive

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი ჯამალ მიურეი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი, "დენვერისა" და კანადის ნაკრების კალათბურთელი - ჯამალ მიურეი, მსოფლიო ჩემპიონატს არასასურველი ფიზიკური კონდიციის გამო გამოტოვებს. 

ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"როდესაც კანადის ნაკრების შეკრებაზე ჩამოვედი, მინდოდა მენახა, როგორ რეაგირებდა ჩემი სხეული ხანგრძლივი და რთული სეზონის შემდეგ და შემეძლო თუ არა ფიზიკურად ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უმაღლეს დონეზე.

სამედიცინო შტაბთან და გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, ცხადია, რომ დამატებითი გამოჯანმრთელებაა საჭირო და მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება - არ მივიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯერ კიდევ ჩემი ოცნებაა ოლიმპიურ თამაშებზე კანადის ფორმით თამაში და მე მხარს ვუჭერ ჩემს გუნდს ყოველ ნაბიჯზე, როცა ისინი ამ მიზნისკენ მიისწრაფვიან.

სამწუხაროდ ამ მსოფლიო ჩემპიონატს ვტოვებ, რადგან NBA-ში ურთულესი სეზონი და ფიზიკური დატვირთვა მქონდა, საბედნიეროდ ეს ყველაფერი ჩემპიონობით დაგვიფასდა, თუმცა ჩემმა სხეულმა და ორგანიზმმა ძალების აღდგენა ვეღარ შეძლო."
- ჯამალ მიურეი

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მიურეი "დენვერ ნაგეტსთან" ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა და იგი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო. 

მიუხედავად 2 ლიდერის არ ყოფნისა (ენდრიუ ვიგინსი და ჯამალ მიურეი), კანადის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. 

კანადელები მსოფლიოს პირველობაზე  H ჯგუფში: საფრანგეთის, ლატვიისა და ლიბიიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ჩრდილოეთ ამერიკელები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საფრანგეთს შეხვდებიან, მატჩი 25 აგვისტოს შედგება. 

სხვა სტატიები