დონჩიჩი: ,,საქართველოს ნაკრებთან რთული მატჩი გველის''
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
სლოვენიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,მათი თამაშის ფრაგმენტები ვნახე. შესანიშნავი გუნდია, მაღალი, ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული. მათ ბევრი იარაღი აქვთ. ხვალ ვიდეოს ვნახავთ. ნამდვილად რთული მატჩი გველის... თამაშს მოუთმენლად ველოდებით,'' - განაცხადა დონჩიჩმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა და 25 ქულით, ანგარიშით 85-60 იმარჯვა.
ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ (15:30) გამართავს.