Belive

კარლ-ენტონი თაუნსმა შარლოტთან 62 ქულა ჩააგდო

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA- რეგულარული სეზონის შეხვედრაში "მინესოტა ტიმბერვულვზი" "შარლოტ ჰორნეტსთან" 125:128 დამარცხდა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა მინესოტელთა კალათბურთელს კარლ-ენტონი თაუნსს, მან 37:55 წუთში 62 ქულის (35/21, 60%) ჩაგდება მოახერხა, თაუნსმა შეხვედრაში 10 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანად ქულებში კი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა, მაგრამ მისი ამ საოცარი შედეგის მიუხედავად "მინესოტა ტიმბერვულვზმა" მატჩი მაინც დათმო.

მეორე ყველაზე კარგი მაჩვენებელი "შარლოტ ჰორნეტსის" კალათბურთელმა მაილს ბრიჯისმა დააფიქსირა, მას 28 ქულა ჰქონდა. ბრენდონ მილერს კი 27. ორმაგი დუბლი 18 ქულით და 13 ასისტით ლამელო ბოლმა გაიფორმა, რუდი გობერმა 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

სხვა სტატიები