Belive

მინესოტამ დენვერი გაანადგურა | მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ არენაზე საწყისი ორი თამაში დათმო

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს პლეი ოფის მე-2 რაუნდში "მინესოტა ტიმბერვულვზი" "დენვერ ნაგეთსს" ესტუმრა და მეორე შეხვედრაშიც მასპინძლებმა 106:80 დამაჯერებლად გაიმარჯვეს, პირდაპირ რომ ვთქვათ მოქმედი ჩემპიონები საკუთარ არენაზე განადგურდგნენ.

ალბათ ცოტა თუ ელოდა სერიის ასეთ განვითარებას, პირველი მძიმე მარცხის (99:106) შემდეგ დენვერელებმა მეტოქე გუნდს ვერაფერი მოუხერხეს. პირველივე ტაიმში "დენვერი" უკვე ნადგურდებოდა, მათ 35:61 წააგეს და ამ გაქცევამ მატჩზე საბოლოოდ ძალიან დიდი გავლენა იქონია, მასპინძლებმა მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს.

შესანიშნავ სეზონს ატარებს "მინესოტას" კალათბურთელი ენტონი ედვარდსი, მან 27 ქულა ჩააგდო, ასევე 27 ჰქონდა კარლ ენტონი-თაუნსსაც, რომელმაც თავის მონაგარს 12 მოხსნაც დაუმატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

"დენვერის" რიგებში საუკეთესო აარონ გორდონი იყო 20 ქულით, ნიკოლა იოკიჩმა 16 ქულით და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

"მინესოტა ტიმბერვულვზი" სერიას უკვე საკუთარ არენაზე გააგრძელებს, სადაც მომდევნო 2 შეხვედრას ჩაატარებს, შემდეგი მატჩი 11 მაისს გაიმართება.

კიდევ ერთი პლეი ოფის შეხვედრა გაიმართა, "ნიუ იორკ ნიქსმა" პირველ შეხვედრაში "ინდიანა პეისერსი" 121:117 დაამარცხა. მატჩში საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო 43 ქულით, 25 ქულა ჰქონდა დონტე დივინჩენცოს, ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა ჯოშ ჰარტმა, მას 24 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა.

სხვა სტატიები