კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე III (ვიდეო)
4 წლის წინ
კალათბურთი
8 წთ
A ჯგუფი
პოლონეთთან მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა ვენესუელის ნაკრებმა, ვისი მეტოქეც დღეს კოტ დ'ივუარის ნაკრები იყო. გამარჯვებული შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას ბოლო ტურში განაგრძობდა, ეს მისია კი უკეთ სამხრეთ ამერიკელებმა შეასრულეს. მათ პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული, 17 ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს და საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანეს, საბოლოოდ 87:71 ვენესუელას სასარგებლოდ. აფრიკელები დაბომბა ვენესუელელთა მცველმა ჰეისლერ გუილენმა, ვინც პოლონეთთან მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, მის ანგარიშზე 28 ქულა, 2 მოხსნა და 7 ასისტი იყო. 14 ქულა ჩააგდო ჟორნან ზამორამ, ხოლო ნესტორ კოლმენარესის ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი იყო. კოტ დ'ივუარის შემადგენლობაში საუკეთესო ჩარლზ აბუო იყო 19 ქულით, დეონ ტომპსონმა 15 ქულას, 5 მოხსნა წაუმატა.
B ჯგუფი
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში არგენტინამ სულ სხვა კალათბურთი უჩვენა მაყურებლებს და ნიგერიის ნაკრები ბრძოლაში 94:81 დაამარცხა. ამ გამარჯვებით არგენტინა მეექვსე გუნდი გახდა ვინც მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-60 მატჩი მოიგო. კიდევ ერთი რეკორდი ლუის სკოლამ დააფიქსირა მან 23 ქულა ჩააგდო, ავსტრალიელ ენდრიუ გეიზს გადაასწორ და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ოსკარ შმიდტის კვალად მეორე ადგილზე გადავიდა. არგენტინელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ზემოთხსენებული ლუის სკოლა გახლდათ 23 ქულითა და 10 მოხსნით. 17 ქულა და 7 მოხსნა იყო პატო გარინოს ანგარიშზე, ფაკუნდო კამპაცომ 14 ქულას, 4 მოხსნა და 8 ასისტი დაუმატა. ნიგერიას 18 ქულით, 2 მოხსნით და 5 ასისტით ჯოშ ოკოგიემ ულიდერა.C ჯგუფი
ტუნისისა და ირანის მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო ვინ იბრძოლებდა ბოლო ტურში შემდეგი ეტაპის საგზურისთვის. ტუნისელებმა პირველი მეოთხედი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და მეტოქეს 10 ქულით 29:19 გაექცნენ. ირანელების არაერთი ცდის მიუხედავად ჩრდილოაფრიკელებმა მატჩში სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხეს 79:67. შემდეგი ეტაპის საგზურის ბედს ტუნისელები პუერტო-რიკოსთან გაარკვევენ. აღსანიშნავია რომ ეს ტუნისისთვის პირველი გამარჯვება იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე. გამარჯვებულთა რიგებში ტიტანური შრომა გასწია სალაჰ მეჯრიმ, "დალას მავერიქსის" ცენტრმა 22 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 5 ბლოკ-შოტი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 38-ს! გაუტოლდა. 16 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი იყო მაიკლ როლის ანგარიშზე, 16 ქულა ჩააგდო მაკდან ბენ რომდანემ. რაც შეეხება ირანის ნაკრებს, აქ საუკეთესო აარონ გერამიპორი იყო 18 ქულითა და 8 მოხსნით, სამმაგ დუბლამდე ორი ასისტი დააკლდა ჰამედ ჰადადის - 13 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი.D ჯგუფი
მარტივად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური იტალიამ. ევროპელებმა ანგოლას ოთხივე მეოთხედი მოუგეს და საბოლოო ანგარიში 92:61 დააფიქსირეს. "ჩვენ სწორად ვითამაშეთ როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, ამან კი შედეგი მოიტანა, რითიც კმაყოფილები ვართ" - განაცხადა "აძურას" ერთ-ერთმა ლიდერმა, მარკო ბელინელიმ. იტალიელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ბელინელი იყო, ვინც 17 ქულას 5 მოხსნა დაუმატა. 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი იყო ჯეფ ბრუკსის ანგარიშზე. ასევე 11-11 ქულა იყო ავუდუ აბასისა და დანიელ ჰაკეტის ანგარიშზე, ჰაკეტმა ქულებთან ერთად 5 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. ანგოლის ნაკრებში იანიკ მორეირა გამოირჩა 15 ქულითა და 8 მოხსნით. 12 ქულა იყო ლეონელ პაულოს ანგარიშზე, ხოლო კარლოს მორაეშმა 10 ქულა მიითვალა.- მარკო ბელინელი
- დაესუნგ ლი
- სალაჰ მეჯრი
- მაკდან ბენ რომდანე
- მაიკლ როლი
- აარონ გერამიპორი
- ჰამედ ჰადადი
- მარკ გასოლი
- სერჯიო სკარიოლო
- გიან კლაველი
- გარი ბრაუნი
- გუნა რა
- ლეონელ პაულო
- კარლოს მორაეში
- ავუდუ აბასი
- დანიელ ჰაკეტი
- ჯეფ ბრუკსი
- იანიკ მორეირა
- ნემანია ბიელიცა
- ჯეიმარ პერესი
- პოლ ჯონ დალისტანი
- დეონ ტომპსონი
- ფაკუნდო კამპაცო
- რიკი რუბიო
- ლუის სკოლა
- დავიდ ჰუერტასი
- იი ჯიანლიანი
- მათეუშ პონიტკა
- ეიჯეი სლაგტერი
- ჰეისლერ გუილენი
- ჟორნან ზამორა
- ნესტორ კოლმენარესი
- ბოგდან ბოგდანოვიჩი
- ჩარლზ აბუო
- ჟელინ ვანგი
- ქი ჟოუ
- ენდრიუ გეიზი
- ოსკარ შმიდტი
- პატო გარინო
- ჯოშ ოკოგიე
- ანდრეი ვორონცევიჩი
- ვიტალი ფრიძონი