Belive

ბარსელონამ რიკი რუბიოსთან კონტრაქტი გააფორმა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რიკი რუბიო მიმდინარე სეზონის ბოლომდე ,,ბარსელონაში'' ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი დღეს გაფორმდა.

33 წლის გამთამაშებელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კატალონიურმა გუნდმა ის ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროლიგაში დაარეგისტრირა.

რუბიომ გასულ ზაფხულს ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, პაუზის აღება გადაწყვიტა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრა. იანვარში უკანახაზელმა NBA-დან წამოსვლის შესახებაც განაცხადა, რამდენიმე დღის წინ კი ,,ბარსელონაში'' ვარჯიში დაიწყო.

რუბიო NBA-ში 2011 წელს სწორედ ,,ბარსელონადან'' გადავიდა, მანამდე მან კატალონიურ კლუბთან ერთად ევროლიგა და ესპანეთის ACB ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები