Belive

კალათბურთის დიდების დარბაზს ახალი წევრები ჰყავს

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზმა სპრინგფილდში, მასაჩუსეტსში, 2024 წლის ცერემონიას უმასპინძლა - ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. დამსახურებული ადამიანების დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია 17 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამო ოქტომბრამდე გადაიდო.

დიდების დარბაზის ახალი წევრი გახდა ლეგენდარული ვინს კარტერი და მასთან ერთად კიდევ 12 ადამიანი, რომლებიც წარმოადგენენ როგორც NBA-ის, ასევე WNBA-ის, ამის გარდა არიან კოლეჯებისა და საშუალო სკოლების დამსახურებული მწვრთნელები.

ვინს კარტერი – ლეგენდარულმა მცველმა ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში 22 სეზონი ჩაატარა, რაც NBA-ის რეკორდია. კარტერმა 25 728 ქულა დააგროვა, რაც 24-ე მაჩვენებელია ლიგაში.

ჩონსი ბილაპსი – „დეტროიტმა“ 2004 წელს მოიპოვა ჯერჯერობით თავისი ბოლო ჩემპიონობა. ბილაპსი კი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ჯერი უესტი – ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც დიდების დარბაზში მესამედ შეიყვანეს, ამჯერად სიკვდილის შემდეგ. უესტი გამოსახულია NBA-ის ლოგოზე, ის იყო „ლეიკერსის“ მოთამაშე და შემდეგ კლუბის გენერალური მენეჯერი. ის ერთადერთი კალათბურთელია ისტორიაში, რომელმაც ფინალური სერიის MVP-ის პრიზი ისე მოიპოვა, რომ მისი გუნდი დამარცხდა. უესტი პირველად დიდების დარბაზში დიადი კარიერის გამო შეიყვანეს, მეორედ – როგორც აშშ-ის ნაკრების წევრი, ამჯერად კი გამოაჩიეს მისი მიღწევები გენერალური მენეჯერის რანგში.

მაიკლ კუპერი – მთელი კარიერა „ლოს ანჯელეს ლეიკერში“ გაატარა, ხუთი ჩემპიონობა მოიპოვა მეჯიქ ჯონსონისა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის გვერდით, რვაჯერ მოხვდა საუკეთესო დამცველთა ხუთეულში.

13 ახალ წევრს შორის მოხვდნენ უოლტერ დევისი, დაგ კოლინზი, ჰერბერტ საიმონი, სეიმონ ოგასტუსი, დიკ ბარნეტი, ბო რაიანი, ჩარლზ სმიტი, მარიან ვაშინგტონი და ჰარლი რედინი.

სხვა სტატიები