Belive

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ვაშინგტონთან

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში ვაშინგტონი ტორონტოს დაუპირისპირდა და 138:117 გაიმარჯვა.

სანდრო მამუკელაშვილმა თამაში კვლავ ტორონტოს სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 32:42 წუთში 13 ქულის, 11 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სამწუხაროდ მამუკელაშვილის ორმაგმა დუბლმა ტორონტო მარცხისგან ვერ იხსნა - რეპტორსი 18 მოგებითა და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები