Belive

კაირი ირვინგი: "ავსტრალიის ნაკრებში თამაში მსურდა"

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კაირი ირვინგმა თვითჩის სტრიმში უცნაური განცხადება გააკეთა. "დალას მავერქისის" ვარსკვლავის თქმით მას ავსტრალიის ნაკრებში თამაში სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ნაკრებში ვითამაშე, თავი ავსტრალიელი მგონია. შეიძლება ამაზე დამცინონ ან ბევრი ფანი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ავსტრალიაში დავიბადე. 17-18 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკელები დამიკავშირდნენ, მე ავსტრალიაში მსურდა, თუმცა მაიკ კრჟიჟევსკის (ა.შ.შ.-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ) სხვა გეგმები ჰქონდა. - განაცხადა ირვინგმა

კაირი ენდრიუ ირვინგი 1992 წლის 23 მარტს, მელბურნში, ამერიკულ ოჯახში დაიბადა. მამა, დრედერიკ ირვინგი "ბულენ ბუმერსის" კალათბურთელი იყო.

კაირის ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (საშუალოდ 12.1 ქულა, 2.6 მოხსნა, 3.6 ასისტი) და 2016 წლის ოლიმპიადა (11.4 ქულა, 2.5 მოხსნა, 4.9 ასისტი) აქვს მოგებული.

სხვა სტატიები