Belive

კაბო ვერდემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კაბო ვერდემ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, 15-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც საბოლოოდ მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობას 12 საუკეთესო მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ კაბო ვერდეს გაფართოებულ შემადგენლობაში, ჯოელ ალმეიდაც მოხვდა, რომელიც კარიერის განმავლობაში "ტიტებისა" და "ქუთაისის" ღირსებას იცავდა. 37 წლის ალმეიდა "ტიტებში" 2018/19 წლების სეზონში - ხოლო "ქუთაისში" 2020/21 წლების სეზონში ასპარეზობდა.

კაბო ვერდეს შემადგენლობაში ყველაზე სახელოვანი მოთამაშე, 31 წლის უოლტერ "ედი" ტავარეშია. ნაკრები გუნდის კაპიტანი ესპანეთისა და ევროლიგის გრანდში ასპარეზობს. ედი ტავარეში "რეალის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ორჯერ გახდა ევროლიგის გამარჯვებული.  

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კალათბურთში, კაბო ვერდე F-ჯგუფში საქართველოს, სლოვენიისა და ვენესუელის წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოსა და კაბო ვერდეს მატჩი, 26 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები