Belive

კაბო ვერდემ დრამატულ ბრძოლაში ვენესუელა დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

F-ჯგუფში, საქართველოსთან განადგურების შემდეგ, კაბო ვერდემ თამამი განაცხადი გააკეთა და ვენესუელა ბრძოლაში დაამარცხა. 

ვენესუელისა და კაბო ვერდეს დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით 75:81 დასრულდა, რაც საკალათბურთო მიმომხილველთა უმრავლესობისთვის მოულოდნელობას წარმოადგენდა. 

კაბო ვერდემ გუნდურად ბრწყინვალედ იასპარეზა და გამარჯვებაში ლომის წილი ერთბაშად რამდენიმე მოთამაშემ დაიდო. უილიამს ტავარეშმა 22 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. შედეგიანი მატჩი ჩაატარა ჟოაო გომესმას (20 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი), ედი ტავარეშმა კი 6 ქულასთან ერთად, 14 მოხსნისა და 3 ასისტის დაგროვება შეძლო.

ვენესუელის რიგებში დევიდ კუბილანმა შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა, მის მიერ დაგროვებული 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 ასისტი, გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

კაბო ვერდესთან განცდილი მარცხის შემდეგ, ვენესუელამ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა - საპირისპიროდ ბრწყინვალე შესაძლებლობა გაუჩნდა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 15:30 საათზე სლოვენიას, ხოლო ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ვენესუელას დაუპირისპირდება. 

საქართველოსა და ვენესუელის მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.