ჯონათან კუმინგამ გოლდენ სტეიტის რეკორდი დაამყარა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,ატლანტა ჰოუქსს'' უმასპინძლა და 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 134:112 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯონათან კუმინგამ, რომელმაც 25 ქულას, 9 მოხსნას, 2 ასისტს, 2 დაფარებასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.
ფორვარდმა თამაშში 11-დან 11 ორქულიანი გამოიყენა, რითაც ,,უორიორსის'' რეკორდი დაამყარა - კუმინგამ გუნდის ისტორიაში 100%-იანი სიზუსტით ყველაზე მეტი ტყორცნა შეასრულა. 21 წლის კალათბურთელმა კრის მალინის შედეგი გააუმჯობესა.
გარდა ამისა, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 25+ ქულა ისე მოაგროვა, რომ არცერთი ტყორცნა არ გაუფუჭებია.
,,გოლდენ სტეიტი'' 19 მოგებითა და 22 მარცხით დასაველთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა. სტივ კერის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ ,,საკრამენტო კინგსის'' წინააღმდეგ გამართავს.