სან ანტონიომ გოლდენ სტეიტს მოუგო | სანდრომ მიღებული წუთები კარგად გამოიყენა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსი" 104:94 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 16:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ყველაზე მეტი 25 ქულა შეხვედრაში ვიქტორ ვემბანიამას ჰქონდა, 22 ქულა დააგროვა ჰარისონ ბარნსმა, "გოლდენ სტეიტის" რიგებიდან 20 ქულა ენდრიუ ვიგინსმა ჩააგდო.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა (9 მოგება, 8 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 ნოემბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.