Belive

ჯო ტომასონი, რომელიც საქართველის ნაკრებს დაუკავშირეს, მაკაბიში ითამაშებს

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,გრანადას'' ყოფილი უკანახაზელი, ჯო ტომასონი, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, კარიერას თელ-ავივის ,,მაკაბიში'' გააგრძელებს.

,,ვაფასებთ შენს უზარმაზარ პროფესიონალიზმსა და ღვაწლს! ახალ ეტაპზე წარმატებებს გისურვებთ!'' - ასე დაემშვიდობა ესპანური გუნდი ამერიკელს.

,,მაკაბიმ'' ტომასონი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაიფორმა:

გავიფორმეთ სწრაფი და შედარებით მაღალი მცველი, რომელიც ჩვენს გუნდს ესპანეთის ძლიერი ლიგიდან შემოუერთდა. მას ისრაელში თამაშის გამოცდილება აქვს. ასევე, თამაშობდა ესპანეთში, რუსეთსა და საბერძნეთში.'' - წერია გუნდის ვებგვერდზე.

თავად კალათბურთელმა განაცხადა, რომ ასეთ გუნდში თამაში მისთვის დიდი პატივია და დებიუტს მოუთმენლად ელის.

30 წლის ტომასონმა მიმდინარე სეზონში ,,გრანადას'' მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 14,1 ქულას, 3,4 მოხსნას, 3,4 ასისტსა და 1,1 ჩაჭრას აგროვებდა.

ევროლიგის 25 ტურის შემდეგ, ,,მაკაბი'' 13 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. თელ-ავივური გუნდი მომავალ მატჩს დღეს, ,,ეფესის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები