Belive

ჯიმი ბატლერი კარიერას გოლდენ სტეიტში გააგრძელებს

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ში შედგა კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე გუნდმა მიიღო.

,,მაიამი ჰიტის'' ვარსკვლავი, ჯიმი ბატლერი კარიერას ,,გოლდენ სტეიტ უორიორსში'' გააგრძელებს. ცნობილი ინსაიდერის, შამს ჩარანიას ცნობით, ,,უორიორსს'' დენის შროდერი დატოვებს, რომელიც ,,იუტა ჯაზში'' გადავა, ხოლო ,,იუტადან'' პი ჯეი ტაკერი ,,მაიამის'' შეუერთდება.

გარდა ამისა, ჯოშ რიჩარდსონი (ჰიტიდან) და ლინდი უოტერს III (უორიორსიდან) ,,დეტროიტ პისტონსში'' გადავლენ.

გოლდენ სტეიტ უორიორსი მიიღებს:

  • ჯიმი ბატლერს

მაიმი ჰიტი მიიღებს:

  • ენდრიუ უიგინსს

  • კაილ ანდერსონს

  • პი ჯეი ტაკერს

  • 2025 წლის პირველი რაუნდის პიკს

იუტა ჯაზი მიიღებს:

  • დენის შროდერს

  • 2031 წლის მე-2 რაუნდის პიკს

დეტროიტ პისტონსი მიიღებს:

  • ლინდი უოტერს III-ს

  • ჯოშ რიჩარდსონს

უკვე ცნობილია, რომ ბატლერი ,,გოლდენ სტეიტთან'' 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რა დროშიც ხელფასის სახით 121 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

35 წლის კალათბურთელი, რომელიც ,,მაიამი ჰიტთან'' ერთად სუპერფინალში 2-ჯერ გავიდა, მისთვის მე-14 სეზონში საშუალოდ 17 ქულას, 5.2 მოხსნასა და 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

სხვა სტატიები