ბატლერმა გოლდენ სტეიტი ვერ იხსნა - მინესოტა სერიაში დაწინაურდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის, 1/2-ფინალის მე-3 მატჩში, "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტას" უმასპინძლა და 97:102 დამარცხდა.
სტეფ კარის გარეშე მოთამაშე "გოლდენ სტეიტმა" მატჩი კარგად დაიწყო, თუმცა ფინალურ მეოთხედში "მინესოტამ" მეტოქის გატეხვა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ოკლენდელებს მთავარი გმირის არყოფნის პირობებში ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მაგრამ ბატლერის შედეგიანმა თამაშმა "გოლდენ სტეიტი" მარცხისგან ვერ იხსნა.
"მინესოტას" ენტონი ედვარდსმა (36 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი) და ჯულიუს რენდლმა (24 ქულა, 10 მოხსნა, 12 ასისტი) ულიდერეს.
მომდევნო დაპირისპირება 13 მაისს, 06:00 საათზე, კვლავ სან ფრანცისკოში გაიმართება და ამ დრომდე უცნობია შეძლებს თუ არა სტეფ კარი პარკეტზე გასვლას.