Belive

მამუკელაშვილის 13 ქულა უორიორსთან | ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რაპტორსმა გოლდენ სტეიტ უორიორსი მიიღო და 141:127 დაამარცხა (ოვერტაიმში/ძირითადი-122:122).

33 თამაშის შემდეგ, ტორონტოს 19 გამარჯვება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საუკეთესო გუნდია. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. სანდრომ მაღალი პროცენტით ისროლა ორქულიანები (7-დან 5), ხოლო პერიმეტრის ხაზიდან 4-ჯერ გაუშვა ბურთი და 1 სამიანი ჩააგდო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი გახდა - უორიორსის ლეგენდამ ტორონტოს 39 ქულა ჩაუგდო, თუმცა 11 ნასროლი სამიანიდან მხოლოდ 4 აღმოჩნდა ზუსტი.

ტორონტო შემდეგ მატჩს 30 იანვარს, ორლანდო მეჯიქის წინააღმდეგ ჩაატარებს და პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის დაპირისპირებას ვიხილავთ.

სხვა სტატიები