ჯიკიჩი: "ჩემი ბიჭების ცხოვრება უფრო მარტივია, რადგან ასეთი კაპიტანი ჰყავთ"
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში, მეცხრე მატჩი სტუმრად, საბერძნეთთან ჩაატარა და ოვერტაიმში, 88:92 დაამარცხა მეტოქე. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან ბერძნებს მერვედ შევხვდით და ოფიციალურ მატჩში პირველად დავამარცხეთ (ერთხელ ეს აკროპოლისის თასზე, ამხანაგურად შევძელით).
მარკის რიდმა 30 ქულა ჩააგდო და ეს ყველაზე მეტი იყო ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის, თორნიკე შენგელია გადამწყვეტ მომენტებში ბრწყინავდა და ორმაგი დუბლით (25 ქულა, 11 მოხსნა, 5 გადაცემა) დაეხმარა გუნდს. კაპიტანი წინა დღით დუბაის რიგებში თამაშობდა და ათენში მატჩის დღეს ჩაფრინდა, გუნდისკენ მიმავალ გზაზე მას ბებია გარდაეცვალა და ბერძნებთან 43 წუთზე მეტი ბრძოლაში გაატარა.
მატჩის შემდეგ, ალექსანდრ ჯიკიჩმა თორნიკე შენგელიას შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"თოკო შენგელიას დასასვენებლად გარკვეული პროტოკოლები გვაქვს - მაგალითად, ჩელენჯების, ტაიმაუტებისა და მსგავსი საშუალებების გამოყენებით. მაგრამ მან 44 წუთი ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამესაც ითამაშა და სასტუმროში დილის 4 საათზე ჩამოვიდა. ყოველ ჯერზე, როცა ვეუბნები: „უნდა გაჩერდე“, ის მპასუხობს: „კარგად ვარ“.
არ ვიცი, რა ვთქვა. ჩემი სამუშაო უფრო მარტივია, რადგან ასეთ ადამიანს ვწვრთნი. ჩემი ბიჭების ცხოვრებაც უფრო მარტივია, რადგან ასეთი კაპიტანი ჰყავთ.“ - ალექსანდრ ჯიკიჩი
“We have some protocols to rest Toko Shengelia, like challenges, timeouts, etc. But he played 44 minutes, despite playing last night and arriving at the hotel at 4 in the morning. Every time I tell him, ‘You need to stop,’ he says, ‘I’m good.’
— Basketball Sphere (@BSphere_) November 26, 2026
I don’t know what to say. My job is… pic.twitter.com/l6e1cX9DMe
გუნდმა ეს მოგება თორნიკე შენგელიას მიუძღვნა - საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე და ჯგუფში მეექვსე მოგებაა, 15 ქულა ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს აქვს და შესაბამისად ამ თანმიმდევრიბით არიან პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე. საქართველოს ნაკრებს სამი შეხვედრის ჩატარება დარჩა: პორტუგალიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან, ამჯერად შინ.