ჯეიმს ჰარდენმა სამქულიანებში რეი ალენს გადაუსწრო
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "იუტა ჯაზი" 116:105 დაამარცხა.
მატჩში მნიშვნელოვანი რამ მოხდა, კონკრეტულად ჯეიმს ჰარდენმა 2 სამქულიანი ჩააგდო და ამერიკის ნაციონალურ საკათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, ვინც კარიერაში ყველაზე მეტი სამქულიანი ჩააგდო. 35 წლის კალათბურთელს სულ 2974 სამქულიანი დაუგროვდა, რითაც რეი ალენს გადაუსწრო (2973).
პირველ ადგილს 3782 სამქულიანით სტეფ კარი იკავებს.
JAMES HARDEN PASSES RAY ALLEN 🚨
— NBA (@NBA) November 18, 2024
This 3 moves him into 2nd ALL-TIME in three-pointers made!
CONGRATS @JHarden13 👏 pic.twitter.com/LdcF6tZhiU
ჯეიმს ჰარდენს იუტას წინააღმდეგ ორმაგი დუბლი ჰქონდა - 20 ქულა, 11 ასისტი. მატჩში 22 ქულით საუკეთესო ივიცა ზუბაცი იყო.