გოგა ბითაძემ იუტასთან თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "იუტა ჯაზთან" 113:99 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 15:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, 23 ქულა კოულ ენტონს ჰქონდა, ხოლო 22 კოლინ სექსტონს.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 მოგებით და 26 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 თებერვალს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.