ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედია საშუალებებში დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია "იმედში", სპორტულ რადიოში "ჯაკო". იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება" (2004). დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო "ჯაკოს" გენერალური დირექტორი.
ბილაივის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს.