Belive

ისტორიაში პირველად: მამა-შვილის დუეტი, რომელთაც ერთად ითამაშეს

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს 2024/25 წლების სეზონი ახლოვდება, მანამდე კი წინასასეზონო მზადებაა, სადაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ფინიქს სანსთან" 118:114 დამარცხდა. შეხვედრის ანგარიში ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ იყო, რადგან კალათბურთის მოყვარულებისთვის აღნიშნულ მატჩში ისტორიული რამ მოხდა. 39 წლის ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც თავის 22-ე სეზონს ატარებს, თავის შვილთან, ბრონი ჯეიმსთან ერთად ითამაშა, რომელიც თავის მხრივ NBA-ს დებიუტანტია.

ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც მამა-შვილი პარკეტზე სათამაშოდ ერთად გამოვიდა, აქამდე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრონი ჯეიმსს დაბადების დღე ჰქონდა და 20 წლის გახდა.

"ფინიქს სანსთან" ლებრონ ჯეიმსმა 16:20 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. ბრონი ჯეიმსმა 13:25 წუთი ითამაშა, მაგრამ მატჩი უქულოდ დაასრულა, მას 2 მოხსნა და 4 დაკარგვა ჰქონდა.

სხვა სტატიები