ისტორიაში პირველად | 2031 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს
სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ 2030 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს იაპონია, ხოლო 2031 წლის მამაკაცთა კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, ისტორიაში პირველად საფრანგეთი უმასპინძლებს.
Bonjour bonjour la France! 👋🇫🇷
— FIBA Basketball World Cup 🏆 (@FIBAWC) April 22, 2026
FIBA Basketball World Cup 2031 is coming to Paris, Lille and Lyon 🏆#FIBAWC pic.twitter.com/lazc2qc4fX
2031 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის 3 ქალაქში: პარიზში, ლილში და ლიონში გაიმართება.
ამის შესახებ FIBA-ს გენერალურმა მდივანმა - ანდრეას ზაგკლისმა ისაუბრა.
"„FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატები წარმატების სინონიმი გახდა, რადგან ყოველ ჯერზე შესაბამისი მასპინძლის შერჩევა ჩვენი მისიის ქვაკუთხედია, რომელიც კალათბურთი ყველაზე პოპულარულ სპორტულ საზოგადოებად ვაქციოთ.
FIBA-ს ცენტრალურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ იაპონიის კალათბურთის ასოციაციის (JBA) და საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის (FFBB) განაცხადები აკმაყოფილებს FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის მიმართ ჩვენს მიერ წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს და მათ ეს დიდი პასუხისმგებლობა მიანდო.
„იაპონია და საფრანგეთი ორი კალათბურთის მოყვარული ერია, ორი ადგილი, რომელიც ძალიან პოპულარულია ჩვენს გულშემატკივრებში, მოთამაშეებსა და პარტნიორებში. მაგრამ რაც უფრო მეტად გვახარებს როგორც 2030, ასევე 2031 წლებში, არის ის მართლაც იშვიათი თვისება, რომელიც იაპონიასა და საფრანგეთს აქვთ, რომ მათ ადგილობრივი, უნიკალური შეხება და არომატი შესძინონ, რათა ღონისძიებები ნამდვილად დაუვიწყარი გახადონ დროში." - ანდრეას ზაგკლისი
იაპონიამ ოკინავაში უმასპინძლა FIBA-ს კალათბურთის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს და FIBA-ს კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ჯგუფს, თუმცა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველად მასპინძლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის იაპონიის კალათბურთის ასოციაციის (JBA) 100 წლის იუბილეს დაემთხვევა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატი 1950 წლიდან იმართება, საფრანგეთი კი ამ დიდ საკალათბურთო ფორუმს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.