Belive

იოკიჩის მამა: ,,ნიკოლას უბრალო ცხოვრება უყვარს, მისთვის ახალი ხალხის გაცნობა რთულია''

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის 3-გზის MVP-ის, ნიკოლა იოკიჩის მამამ, ბრანისლავ იოკიჩმა, საკუთარი შვილის ადამიანურ თვისებებზე ისაუბრა:

,,ნიკოლას უბრალო ცხოვრება სიამოვნებს... მისი ცხენებისადმი სიყვარულის გამო, სახლის აშენებასა და იპოდრომის მოწყობას ვგეგმავთ. მეტი რა უნდა სჭირდებოდეს? ალბათ, კიდევ ის, რომ ბელგრადში იჯირითოს...

ახალი მეგობრები? მას ეს არ აინტერესებს, საყვარელი ბარი აქვს, სადაც შაბათობით ბავშვობის მეგობრებთან ერთად დადის. ნიკოლასთვის ახალი ხალხის მიღება რთულია, ისინი ან საკალათბურთო სამყაროდან უნდა იყვნენ ან ცხენები უნდა აინტერესებდეთ, სხვაგვარად შეუძლებელია.'' - ბრანისლავ იოკიჩი

ნიკოლა იოკიჩმა, სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, გასულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სერბები ოლიმპიადის ნახევარფინალში ჩემპიონ აშშ-ს ნაკრებთან დამარცხდნენ.

View this post on Instagram

A post shared by NBA on ESPN (@nbaonespn)

სხვა სტატიები