Belive

ევრობასკეტი | კამარ ბოლდუინი შესაძლოა 1/8-ფინალური ეტაპის MVP გახდეს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დადო. ჩვენმა გუნდმა, რომელიც მერვედფინალში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (80:70) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები ამ მოგებით კიდევ ერთ აუტსაიდერს, ფინეთს შეუერთდა. ფინელებმა თავის მხრივ უდავო ფავორიტი, სერბეთი დაამარცხეს და ახლა საქართველო და ფინეთი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში ბრწყინვალედ ითამაშა კამარ ბოლდუინმა, რომელმაც 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის ეფექტურ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია - FIBA 1/8-ფინალური ეტაპის 5 გამორჩეულ მოთამაშეს ასახელებს, რომლებიც საუკეთესოს (MVP) ტიტულისთვის იბრძოლებენ.

კამარ ბოლდუინს კონკურენციას ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები უწევენ, როგორიცაა: ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), კრისტაფს პორზინგისი (ლატვია), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფინეთის 1/4-ფინალური დაპირისპირება 10 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები