ნიკოლა იოკიჩის კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "დენვერ ნაგეტსმა" საკუთარ არენაზე "ფინიქს სანსი" მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში, 149:141 დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ, 125:125 დასრულდა - თამაში ოვერტაიმში კევინ დურანტმა გადაიყვანა, მაშინ, როცა მისი გუნდი 3 ქულით აგებდა, დურანტმა ბაზერთან ერთად ჩააგდო 3-ქულიანი და გაათანაბრა.
მატჩის მთავარი მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც NBA-ის ისტორიაში უნიკალური სამმაგი დუბლი დააფიქსირა, ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 31+ ქულა, 20+ მოხსნა და 20+ პასი დააგროვა. სერბმა ცენტრმა 31 ქულა, 21 მხოსნა და 22 შედეგიანი გადაცემა მოუტანა გუნდს, რაც საბოლოო ჯამში, გამარჯვებითაც დასრულდა.