"ნიკოლა იოკიჩი ამ ზაფხულს დენვერთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს" - The Denver Post
NBA-ს სერბი ვარსკვლავი ნიკოლა იოკიჩი ამ ზაფხულს დენვერთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ინფორმაციას The Denver Post აქვეყნებს. ნაგეთსმა 30 წლის კალათბურთელს 3-წლიანი 206.4 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ იოკიჩმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან მომდევნო ზაფხულს კიდევ უფრო მეტს მიიღებს.
ნიკოლა იოკიჩს დენვერ ნაგეთსთან კონტრაქტი კიდევ 2 სეზონის განმავლობაში აკავშირებს. სერბი კალათბურთელი აპირებს, რომ კლუბთან მომდევნო სეზონში გაახანგრძლივოს, რადგან ნაგეთსისგან იგი 4 წელიწადში 285.4 მილიონ დოლარს მიიღებს, აღნიშნული კონტრაქტით იგი წელიწადში დაახლოებით 80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ამჟამად ნიკოლა იოკიჩის წლიური ანაზღაურება 55 მილიონი დოლარია.
🇷🇸 Nikola Jokic has informed the Denver Nuggets about skipping a contract extension during the ongoing offseason.
— Eurohoops (@Eurohoopsnet) July 9, 2025
👀 Next summer he would be eligible for a four-year contract worth approximately $285 million, instead of the current range of $206 million and three more years. pic.twitter.com/5UG6LYbid9