Belive

ინდიანამ ოკლაჰომას მოუგო და სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის სუპერფინალური სერიის მე-3 შეხვედრაში ინდიანა პეისერსმა ოკლაჰომა სითი თანდერს უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:107 დაამარცხა. შედეგად, რიკ კარლაილის გუნდი სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა - 2:1.

ინდიანას ულიდერა ბენედიქტ მატურინმა, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. 22 წლის კალათბურთელმა 27 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. 22 ქულა, 11 პასი, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე.

ოკლაჰომას რიგებში 26 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტითა და 1 ჩაჭრით ჯეილენ უილიამსი გამოირჩა.

ინდიანასა და ოკლაჰომას შორის მომავალი შეხვედრა შაბათს, 14 ივნისს, კვლავ ინდიანაპოლისში გაიმართება.

სხვა სტატიები