ოკლაჰომა სან ანტონიოსთან ისევ დაწინაურდა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში ნამდვილი 'საქანელაა'. მეხუთე შეხვედრაში, ოკლაჰომამ სან ანტონიოს ისევ მოუგო (127:114) და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
რეგულარულის საუკეთესო კალათბურთელი, შაი გილჯეს-ალექსანდერი იყო - კანადელმა სპურსთან 32 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შაის გარდა, ოკლაჰომელთა მხრიდან გამოსარჩევია კარუზო (22 ქულა) და მაკკეინიც (20 ქულა).
სან ანტონიოს შემადგენლობაში, ვემბანიამაზე მეტი ქულა მისმა 2-მა თანაგუნდელმა აიღო, რაც არც ისე ხშირად ხდება. ქასლის 24 ქულა ჰქონდა, ჩემპეინს - 22, ხოლო თავად ვემბანიამამ 20 ქულა დააგროვა.
სერიის მეექვსე თამაში სან ანტონიოში, 29 მაისს ჩატარდება. გამარაჯვების შემთხვევაში, ოკლაჰომა სუპერფინალში ზედიზედ მეორედ გავა (მოქმედი ჩემპიონია).
აღმოსავლეთ კონფერენცია (4:0) მოიგო ნიუ იორკმა და დასავლეთის ფინალის დასრულებას ელოდება.