ინდიანამ ბიორკგრენი გაათავისუფლა - ბითაძის ახალი მწვრთნელი უცნობია
3 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
"ინდიანა პეისერსმა" ნეიტ ბიორკგრენი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის გუნდისთვის გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა. "ინდიანამ" პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა, ხოლო ბიორკგრენსა და მის სამწვრთნელო შტაბს მოთამაშეებთან ((მათ შორის ბითაძეს) უთანხმოება ხშირად ჰქონდათ. "პეისერსი" ამჟამად მწვრთნელის გარეშეა, ხოლო მედიაში იწერება, რომ გუნდს "პორტლენდის" ყოფილი თავკაცი, ტერი სტოტსი ჩაიბარებს.
The Indiana Pacers announced that Nate Bjorkgren will not be retained as the team’s head coach.
More info:https://t.co/2d2BIaO1W5— Indiana Pacers (@Pacers) June 9, 2021