Belive

გოგა ბითაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მე-11 შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ უიზარდსი" მიიღო და მეტოქე 27-ქულიანი სხვაობით, 121:94 დაამარცხა. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ორლანდოს ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო და შედეგიანად გამოიყენა.

გოგამ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 10 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა ერთხელ დააფარა მეტოქეს და ბურთი არ დაუკარგავს. ბითაძისთვის ეს მეორე ორმაგი დუბლია NBA-ის მიმდინარე სეზონში, 4 დღის წინ, "ინდიანა პეისერსთან" ჩატარებულ შეხვედრაში, გოგამ ასევე 10 ქულა და 12 მოხსნა დააფიქსირა, თუმცა იქ 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ისევ ტრავმები აქვთ და გუნდს ვერ ეხმარებიან კარტერი და ბანკერო. 11 ჩატარებულ მატჩში ორლანდოს უარყოფითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 6 მარცხი, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა. აღმოსავლეთშია ლიგის, ამ მომენტისთვის საუკეთესო გუნდიც, "კლივლენდ კავალიერსს" ჯერ თამაში არ წაუგია. 2 დღეში მეჯიქი საკუთარ არენაზე "შარლოტ ჰორნეტსს" მიიღებს.

სხვა სტატიები