Belive

სუპერშედეგიანი მატჩი ლოს ანჯელესში | ლეიკერსმა ინდიანა დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ინდიანა პეისერსი" 150:145 დაამარცხა.

მაღალშედეგიან მატჩში ინდიანამ პირველი მეოთხედი 30:36 მოიგო, ხოლო მეორე და მესამე მეოთხედში გამარჯვების მოპოვება "ლეიკერსმა" შეძლო (42:32, 44:31) და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა, მეოთხე მეოთხედში ლოს ანჯელესური გუნდი დამარცხდა (34:46), მაგრამ მოგება საბოლოოდ მაინც მოახერხა.

სუპერშედეგიან მატჩში კალათბურთელებს იშვიათი და შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდათ. 5-მა მოთამაშემ 25+ ქულა მიითვალა, აქედან 4 იყო "ლეიკერსის" რიგებიდან.

ყველაზე მეტი 36-36 ქულა ენტონი დევისს და პასკალ სიაკამის ჰქონდათ, ორივემ ორმაგი დუბლი გაიფორმა, დევისმა 16 მოხსნით, ხოლო სიაკამმა 12 მოხსნით.

მეორე ყველაზე კარგი შედეგით 26-26 ქულით სპენსერ დინვიდი და ლებრონ ჯეიმსი იყვნენ. აქედან ლებრონმა დააფიქსირა ორმაგი დუბლი, მას 10 მოხსნა ჰქონდა.

25 ქულით გამოირჩა ოსტინ რივზი.

ლოს ანჯელესური გუნდის ოთხეულმა ისტორიული შედეგი გაიმეორა, ბოლოს 25+ მაჩვენებელი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირებულა, ეს 2021 წელს რუდი გობერმა, ჯო ინგლსმა, დონოვან მიტჩელმა და ჯორდან კლარკსონმა მოახერხეს, კონკრეტულად "ლეიკერსის" კალათბურთელებს ეს გაკეთებული ჰქონდათ 1971 წელს, მისი შემოქმედები კი უილტ ჩემბერლენი, ჯერი უესტი, ჰეპი ჰეირსტონი და კიტ ერიქსონი იყვნენ.

სხვა სტატიები