Belive

ინდიანა გოგა ბითაძის დატრეიდებას გეგმავს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

9 თებერვალს NBA-ში ტრეიდებისთვის გამოყოფილი დედლაინი იწურება, კალათბურთის ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში "ინდიანა პეისერსი" 23 წლის ქართველ ცენტრს - გოგა ბითაძეს დაატრეიდებს.

ამ ინფორმაციას NBA-ს ჟურნალისტი - ჯეიკ ფიშერი ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ ვარიანტები გამოჩნდება, "პეისერსისა" და ბითაძის წარმომადგენლები მზად არიან ერთად იმუშავონ ახალგაზრდა ცენტრისთვის ახალი გუნდის მოსაძებნად. ბითაძე ამჟამად "ინდიანას" როტაციაში ვერ ჯდება და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი იდეალურად ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 15 ქულა და 14 მოხსნა იყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დეკემბრიდან მოყოლებული მას მხოლოდ 5 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგა ბითაძემ მეორე გუნდში (G ლიგაში) თამაშზე უარი განაცხადა.

სხვა სტატიები