ჰიუსტონმა ფინიქს სანსი დაამარცხა - კევინ დურანტის GAME WINNER ბოლო წამზე | VIDEO
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ჰიუსტონ როკეტსმა ფინიქს სანსი 97:100 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი დრამატულად განვითარდა, ბოლო წამამდე ანგარიში 97:97 იყო და გამარჯვებულის ვინაობა ოვერტაიმში უნდა გამოვლენილიყო, მაგრამ კევინ დურანტმა ყველაფრის დამთავრება ძირითად დროში გადაწყვიტა და ბოლო წამს ჩაგდებული 3-ქულიანით თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.
მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა დევინ ბუკერმა ჩააგდო, ორმაგი დუბლით გამოირჩა კევინ დურანტი, რომელსაც 26 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა.
დასავლეთ კონფერენციაში ჰიუსტონ როკეტსი მე-3 ადგილზეა (22 გამარჯვება, 11 მარცხი), ხოლო ფინიქს სანსი მე-7 პოზიციას იკავებს (21 გამარჯვება, 15 მარცხი).