Belive

ლეიკერსმა ჰიუსტონს ზედიზედ მესამედ მოუგო

5 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფები ლებრონ ჯეიმსის კიდევ ერთი 'გაბრწყინებით' მიმდინარეობს. ლოს ანჯელესში ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ, ლეიკერსმა ჰიუსტონს სტუმრადაც მოუგო და სერიაში ანგარიში 3:0 გახდა.

მესამე დაპირისპირების ბედი ოვერტაიმში გადაწყდა - ძირითადი დრო (101:101) დასრულდა, საერთო ჯამში კი ლეიკერსმა 112:108 მოიგო.

კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა - ლეგენდამ 29 ქულას, 13 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მთელი სერიის განმავლობაში, მას გვერდით არ ჰყავს ისეთი კალათბურთელები, როგორებიც ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივსი არიან. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე ლოს ანჯელესელები 3 ქულას აგებდნენ, ლებრონმა კი ბურთი მოიპარა და თამაში ოვერტაიმში საქმულიანით გადაიყვანა.

მასპინძელთა მხრიდან საოცრად ითამაშა ალპერენ შენგუნმა - თურქმა ცენტრმა 33 ქულასთან ერთად,16 მოხსნაც დააგროვა. ამ გუნდებს შორის მეოთხე დაპირისპირება 27 აპრილს, ისევ ჰიუსტონში ჩატარდება და შესაძლოა, ეს ბოლო თამაშიც აღმოჩნდეს.

სხვა სტატიები