"გულგატეხილი და განადგურებული ვარ" - ლებრონის ემოციური წერილი
ლებრონ ჯეიმსი კობი ბრაიანტის ტრაგედიას გამოეხმაურა. ლებრონმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც "ლეიკერსის" და NBA-ს ლეგენდას დაემშვიდობა. "მზად არ ვარ, მაგრამ ვიწყებ. ვცდილობ ამ პოსტისთვის რამე დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე ცრემლები მომდის და უბრალოდ შენზე, ჯიჯიზე და იმ მეგობრობაზე/კავშირზე/ძმობაზე ვფიქრობ, რომელიც ჩვენ გვქონდა!" "უკანასკნელად შენი ხმა ფილადელფიის დატოვებისას გავიგონე სანამ ლოს ანჯელესში გავემგზავრებოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი იქნებოდა." "გულგატეხილი და განადგურებული ვარ ძმაო. მიყვარხარ უფროსო ძმაო. ჩემი გული ვანესასთან და ბავშვებთანაა. გპირდები "ლეიკერსში" შენს მემკვიდრეობას გავაგრძელებ. თითოეული ჩვენგანისათვის, განსაკუთრებით #LakerNation💜💛-სთვის ძალიან ბევრს ნიშნავ. ჩემი ვალდებულებაა ეს ტვირთი ზურგზე ავიკიდო, სვლა განვაგრძო!!" "გთხოვ სამოთხიდან ძალა მომეცი და ჩემზე იზრუნე. დამატებით უამრავი რამის თქმა მინდა თუმცა ახლა უბრალოდ არ შემიძლია - ამ ტკივილს ჯერ ვერ ვუმკლავდები. შეხვედრამდე დიდო ძმაო! #Mamba4Life❤️🙏🏾 #Gigi4Life❤️🙏🏾"