ინდიანამ ბრუკლინთან წააგო - გოგა ბრწყინვალე დაცვას თამაშობს
დღეს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონით მორიგ თამაშში "ინდიანა პეისერსი" "ბრუკლინ ნეთსს" დაუპირისპირდა და 94:105 დამარცხდა. გოგა ბითაძემ საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც კვლავაც ძალიან პროდუქტიული იყო. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი), 5 მოხსნა (1 შეტევაში), 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ერთი შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც გოგა პარკეტზე იყო, ჯეიმს ჰარდენი სასროლ პოზიციებზე ხშირად ვერ გადიოდა. 21 წლის ცენტრი "ბრუკლინის" სუპერვარსკვლავის წინააღმდეგ აგრესიულ დაცვას თამაშობდა.
გოგა ჰარდენის წინააღმდეგ:
დაფარება დეანდრე ჯორდანის წინააღმდეგ:
block ➡️ bucket pic.twitter.com/wlrbqif5Ti— Indiana Pacers (@Pacers) February 11, 2021