Belive

გრეგ პოპოვიჩმა სან ანტონიოსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გრეგ პოპოვიჩი ,,სან ანტონიო სპურსის'' მწვრთნელი კიდევ 5 წლის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას ტეხასური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

74 წლის სპეციალისტმა ,,სპურსთან'' ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ადრიან ვოინაროვსკი წერს, პოპოვიჩი ამ დროის განმავლობაში 80 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რაც მონტი უილიამსის წინა თვეში გაფორმებულ კონტრაქტზე (78,5 მილიონი 6 წელიწადში) მეტია.

პოპოვიჩი ,,სან ანტონიოს'' პრეზიდენტიცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გრეგი გუნდის მწვრთნელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ კონტრაქტი მაინც აქტიური იქნება.

ლეგენდარული სპეციალისტი ,,სპურსში'' 1996 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში NBA-ის მოგება 5-ჯერ შეძლო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ლიგაში 1 364 გამარჯვებაა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები