Belive

გოლდენ სტეიტისთვის სეზონი დასრულდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინში, საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად მე-9 ("საკრამენტო კინგსი") და მე-10 ("გოლდენ სტეიტ უორიორსი") იბრძოდნენ. კინგსმა უორიორსი საკმაოდ მარტივად, საკუთარ არენაზე დაამარცხა (118:94) და მხოლოდ ერთი თამაშის მოგება ("ნიუ ორლეანს პელიკანსთან") სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში მე-8 გუნდად მოხვდეს, გოლდენ სტეიტისთვის კი ამ მარცხით, სეზონი დასრულდა.

კინგსმა გაცილებით კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედშივე 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. საერთოდ, მასპინძლებმა მხოლოდ მეორე მეოთხედი დათმეს 5 ქულით. მატჩში ყველაზე მეტი ქულა კიგან მარის ჰქონდა, მან უორიორსს 32 ქულა ჩაუგდო და 9-ჯერ მოუხსნა ბურთი, შედეგიანი იყო დე'არონ ფოქსიც - 24 ქულით, 4 მოხსნითა და 6 ასისტით.

სტეფ კარიმ 36 წუთში მხოლოდ 22 ქულის მოგროვება შეძლო. კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა კლეი ტომპსონს, რომელმაც 10-ჯერ გაუშვა საშუალო დისტანციიდან ბურთი და ვერცერთხელ მოახერხა ჩაგდება. კლეიმ 6 ნასროლი სამიანიდანაც ყველა ააცილა და საერთო ჯამში, 16 მცდელობიდან ქულა არ აუღია.

სხვა სტატიები