ორლანდო პლეი ოფის გუნდებს შეუერთდა | გოგამ ცოტა ითამაშა
NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულების შემდგომ, "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე აღმოჩნდა, ამიტომ მას დამატებით პლეი ინის თამაშის ჩატარება მოუხდა, რომ პლეი ოფის გუნდებს მე-7 ნომრად შეერთებოდა. ორლანდომ საკუთარ კედლებში მე-8 ადგილზე გასული "ატლანტა ჰოუკსი" მიიღო და 120:95 დაამარცხა.
ძალიან ცოტა ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ქულის, 1 მოხსნის, 1 პასისა და 1 დაფარების დაგროვება შეძლო.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კოულ ენტონიმ, რომელმაც ორლანდოს 26 ქულა შესძინა, მეჯიქის ძირითადის ცენტრმა, ვენდელ კარტერმა კი 19 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი.
პლეი ოფის სერიებში ორლანდოს მეტოქე ბოსტონ სელტიკსი იქნება. ატლანტა პლეი ოფში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს, ის მე-9/მე-10 ადგილებზე გასულებს შორის გამარჯვებულს შეხვდება ("ჩიკაგო" ან "მაიამი").
დასავლეთიდან პლეი ოფში გავიდა "გოლდენ სტეიტ უორიორსიც", რომლის მეტოქეც "ჰიუსტონ როკეტსი" იქნება.