Belive

ამერიკის ნაკრების სასტარტო ხუთეულს 3 შეუცვლელი წევრი ჰყავს

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადისთვის ემზადება. გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი კი არ აპირებს გადახედოს თავდაპირველ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყველა თამაშში დამწყებ ხუთეულში შეუცვლელი მხოლოდ 3 კალათბურთელი: ჯოელ ემბიდი, ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი ეყოლება.

სამშაბათს სერბეთთან ამერიკის 105-79 მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სტივ კერიმ თქვა, რომ სწორედ ამ სამეულით თამაში მოსწონს.

ამერიკამ ჯერ მოსამზადებელი 3 შეხვედრა გამართა: კანადასთან, ავსტრალიასთან და სერბეთთან. უკანასკნელ ორ თამაშში ძირითადში ჯეისონ ტეიტუმმა დაიწყო, იქამდე კი დევინ ბუკერმა. სერბეთის წინააღმდეგ სასტარტოდან დაიწყო ჯრუ ჰოლიდეიმ, მაშინ როცა ეს იქამდე ენტონი ედვარდსმა გააკეთა. რეალურად, სასტარტო ხუთეულის მოძებნას კევინ დურანტის ტრავმა ართულებს, რადგან სტივ კერი მას აუცილებლად ძირითად ხუთეულში განიხილავს, თუ ის ჯანმრთელი იქნება.

ყველაზე მეტი შეკითხვა ჯოელ ემბიდთან დაკავშირებით არსებობს, ის აშკარად არაა ფორმაში და სერბეთთან ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა (-4), იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად თამაშობდნენ ენტონი დევისი და ბემ ადებაიო (შეცვლიდან), ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ არ ცვლის სტივ კერი გადაწყვეტილებას. დევისმა კანადასთან ორმაგი დუბლი შეასრულა და სერბეთთან გამარჯვებისას 16 წუთში ექვსი ბლოკი მიითვალა.

სხვა სტატიები